რატომ მძულს სიზმრები?


ავტ: მაიქლ ჩებონი
მძულს სიზმრები, ისინი ზღვის მაიმუნები არიან ცნობიერებისთვის: ძილის მეორე მხარეს წყალქვეშა სასახლეების აშენებას გვპირდებიან, მაგრამ გაღვიძებისას გაყინული მტვრის უჰაერო სივრცეში გვტოვებენ. სიზმრების სიბრძნე ქაღალდზე დაწერილი ბედია, რომლის ნაღდ ფულად ქცევა შეუძლებელია. ისინი ციმციმა წყლის ოაზისს წააგვანან, რომელიც გამოღვიძებისას ქვიშად იქცევა. მე მძულს ისინი მათი აბსურდულობისა და გადამგდებობის, მათი უსასრულო შეუსრულებელი დაპირებების, მათი მოწყენილობის, უაზრო წანწალისა და ხეტიალის გამო. მძულს, თუ როგორ ჩხრეკენ ჩემს მეხსიერებას და ურევენ განძს ნაგავში.
სიზმრები მდინარის ნაკადია, სხეულებრივი ინფორმაცია, რომლის გაზიარებაც მხოლოდ ახლობლებთან და ექიმებთან შეიძლება. სახლში, სასაუზმო მაგიდაზე, მოუქნელი კანონი აიძულებს ჩემი სიზმრების ყველა გამოძახილს, ჩაეტიოს ერთ ან ნახევარ წინადადებაში, როგორც სატელევიზიო გაიდლაინში ეპიკური ფილმების პერეფრაზირება_“მამაცი სამურაი იხსნის გლეხების სოფელს“. სიზმრის გამოძახილი არის_უნდა იყოს_შეშფოთების საფუძველი სიზმრის პატრონისთვის, რომელიც გაფერმკრთალებულ ნაფლეთებში ზის. რაც არ უნდა ნივთიერი სიზმრები გესიზმროს, ისინი მაინც არაა სიტყვები. როგორც კი დაიწყებ შენი სიზმრის მოყოლას, რაც ფროიდს გვახსენებს, მაშინვე ფალსიფიცირებას უკეთებ, ამახინჯებ; შენ იტყუები. ეს ბრჭყვიალა თვითმფრინავი, რომელიც უშვებს ლურჯი წყლის მსხვილ რკალს: არა, ეს სულაც არ იყო ასე, უმჯობესია გამოტოვო.
რეალურ სიზმრებზე უარესი, მნიშვნელობა არა აქვს ჩემია თუ თქვენი, არის სიზმრები წიგნების ან ფილმების პერსონაჟებით. არავის, მამიდა ემსაც კი არ სურს მოისმინოს დოროთის სიზმარი, როდესაც ის იღვიძებს Wizard of Oz-ის ბოლოს. ოზამდე მოგზაურობის სუფთა ფანტაზია შეუდარებელია, მხიარულია და სიმართლით გამაგრებული. მისთვის სიზმრის დარქმევა მისი დამცირება და უარყოფაა. ეს ტყუილი იქნება, რადგან არავის ესიზმრება ამგვარი სიზმრები. არავის ესიზმრება ისეთი სიზმრები როგორიცაა: Spellbound, Little Nemo In Slumberland, Alice in Wonderland, Inception, ან თუნდაც Meshes of the Afternoon, 1943 წლის მაია დერენის ფილმი,სადაც მისი ფსევდონარატივიზმის ციმციმში, მისი წარმოსახვის რიტმი და მოტივი, რუტინის უცნაური აქტუალიზაცია, უფრო და უფრო ახლოვდება და მიუხედავად ამისა მაინც ყალბი ჩანს თავისი კამერას მიკერებული კადრებით.
თუ ხელოვნება სარკეა, სიზმრები თავის უკანა მხარეს წარმოადგენს. ხელოვნების ნამუშევარი საკუთარ ეფექტებს იღებს სინათლიდან, ბგერიდან, მოძრაობიდან, სიზმრები კი ყველაფერს სიბნელესა და სიჩუმეში ნთქავენ. როგორც ცუდად მომარაგებულ სამზარეულოში ნაცადი რეცეპტი, „სიზმარეული“ ხელოვნება ეყრდნობა შემცვლელებს: ნაძალადევ პერსპექტივას, აბსურდისტულ სექსუალურ პოზიციას, თვითნებურ ტრანსფორმაციებს, და როგორც პიტერ დინქლეიჯის პერსონაჟი გამოთვამს ფილმში Living In Oblivion, ჯუჯების სიჭარბეს. ხელოვნებაში სიზმრებს ან აქვთ მნიშვნელობა, ან საერთოდ არ აქვთ, მაგრამ ისინი ვერასოდეს ახერხებენ ორივეს ერთად, თუმცა ამას მშვენივრად ახერხებენ სიზმრები, როდესაც ვხედავთ. არ ვამბობ, რომ ეს ცუდია. თუ ხელოვნება უფრო მეტად იქნებოდა სიზმრის მსგავსი, შეიძლება ისიც ამეკრძალა ჩემი სასაუზმე მაგიდიდან.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s